მასტერკლასი დამწყები ბიზნესებისთვის

ყველა მასტერკლასის შექმნაში განსხვავებული სფეროს წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობენ, რაც შეეხება ფორმატს − ბიზნესკურსისგან განსხვავებით უფრო მოკლეა, შემაჯამებელი ტესტის გავლა არ გჭირდებათ და სერტიფიკატიც არ გაიცემა. რაც მთავარია, მასტერკლასები დაგეხმარებათ გამოიმუშაოთ ის ძირითადი უნარები, რომლებიც აუცილებელია თქვენი ბიზნესის დასაგეგმად, სამართავად და, პირველ რიგში, სწორი სტარტისთვის.