როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

კურსი

ბიზნესკურსის ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა, გაიგოთ, თუ რა არის ინვესტირება და ახლოს გაეცნოთ მის ყველა მახასიათებელს. მათ შორის, მოგიყვებით კაპიტალის ბაზრებზე, მათ მონაწილეებზე, ფასიანი ქაღალდების შერჩევის პროცესზე და გაგიზიარებთ მნიშვნელოვან რჩევებს, რომლებიც ინვესტირების დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ. შედეგად, მიღებული ცოდნით უკვე დამოუკიდებლად შეძლებთ როგორც ინვესტირებისთვის საჭირო ყველა პროცესის დაგეგმვას, ისე მათ ეფექტურ განხორციელებას.

შრომის უსაფრთხოება

კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ მეტს შრომის უსაფრთხოებაზე, მის რეგულაციებსა და კონტროლის მექანიზმებზე, გაეცნობით სახანძრო, ელექტროენერგიასთან და სიმაღლეზე მუშაობის წესებს, პერსონალური უსაფრთხოების დაცვის სავალდებულო პარამეტრებს, მიიღებთ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვასა და შრომის უსაფრთხოების რეგულაციებზე Covid 19-ის დროს. კურსი შედგენილია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, GEA-ს, შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული ექსპერტ-ტრენერის, დავით ჩიჯავაძის, მიერ.