მომსახურების მართვა

კურსი

კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ მეტს სერვისის მართვასა და მის მნიშვნელობაზე. შეძლებთ განასხვაოთ ეფექტური მომსახურება, არაეფექტური მომსახურებისგან. გაეცნობით მომსახურების მართვის კონკრეტულ მეთოდებს და სტრატეგიებს, რომელიც დაგეხმარებათ მომსახურების ხარისხისა და მომსახურე პერსონალის მართვის გასაუმჯობესებაში. გაიგებთ თუ რა არის მომსახურების 7 ოქროს წესი. კურსი შედგენილია კომპანია TeamBoat-ის მმართველი პარტნიორის, განათლების სპეციალისტის და ტრენერ-კონსულტანტის - პაატა პაპავას-მიერ.

შრომის უსაფრთხოება

კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ მეტს შრომის უსაფრთხოებაზე, მის რეგულაციებსა და კონტროლის მექანიზმებზე, გაეცნობით სახანძრო, ელექტროენერგიასთან და სიმაღლეზე მუშაობის წესებს, პერსონალური უსაფრთხოების დაცვის სავალდებულო პარამეტრებს, მიიღებთ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვასა და შრომის უსაფრთხოების რეგულაციებზე Covid 19-ის დროს. კურსი შედგენილია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, GEA-ს, შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული ექსპერტ-ტრენერის, დავით ჩიჯავაძის, მიერ.